გალტ & თაგარტის 6–10 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, წითელ ზონაშია გასული. პროცენტულად ყველაზე მეტი – 7,73% ამ პერიოდში სს „საქართველოს კაპიტალმა“ დაკარგა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 45.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.23% წინა კვირასთან შედარებით და -0.66% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 288 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.75 - 48.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.73% წინა კვირასთან შედარებით და -2.42% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 198 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.80 - 31.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.46 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.73% წინა კვირასთან შედარებით და +1.78% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 256 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.46 - 12.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.