როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, შვედურმა საპენსიო ფონდმა AP7-მა, აშშ-ის ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის, Tesla-ს ყველა აქცია გაყიდა და კომპანია შავ სიაში შეიყვანა. მიზეზი შეერთებულ შტატებში პროფკავშირების უფლებების დარღვევაა.

„AP7-მა გადაწყვიტა Tesla-ს შავ სიაში შეყვანა შეერთებულ შტატებში შრომითი უფლებების დადასტურებული დარღვევების გამო“, - ნათქვამია საპენსიო ფონდის განცხადებაში.