OpenAI-ს შემოსავალმა გასულ წელს 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც სტარტაპის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

OpenAI-ს შემოქმედებას ეკუთვნის პლანეტის ყველაზე მოთხოვნადი ხელოვნური ინტელექტი ChatGPT, რომელსაც ყოველდღიურად 100 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.

უნდა აღინიშნოს, რომ OpenAI-ს უმსხვილესი ინვესტორი პლანეტის უდიდესი კომპანია Microsoft-ია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. თავად OpenAI $80 მილიარდად არის შეფასებული, რაც მას მსოფლიოს უმსხვილეს სტარტაპად აქცევს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ OpenAI-ს შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება.