ლაციოს ადმინისტრაციულმა სასამართლომ UniCredit-ს Banco PM-ის შესყიდვის პროცესის დაწყების ნება დართო. ამისათვის საკრედიტო ინსტიტუტი ვალდებულია სრულად შეაჩეროს ყველა საქმიანობა რუსეთში.
სასამართლომ იტალიის მთავრობის მოთხოვნა UniCredit-ის რუსეთიდან გასვლის შესახებ კანონიერად მიიჩნია. ახლა საკრედიტო ინსტიტუტმა მთავრობის ახალი დადგენილებას უნდა დაელოდოს. Banco PM, თავის მხრივ, UniCredit-ისგან შესყიდვის პროცესთან დაკავშირებით განმარტებებს ელის.
UniCredit-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეა ორსელმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან ბანკმა არაერთხელ სცადა რუსეთის დატოვება, მაგრამ სანქციებმა ეს პროცესი შეაფერხა.