ფინეთში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა აიკრძალა. აღნიშნული აკრძალვა სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცებას ისახავს მიზნად.

ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენემ განაცხადა.

ამიერიდან სრული აკრძალვის ქვეშ მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირები და ორგანიზაციები ფინეთში უძრავი ქონების შეძენას ვეღარ შეძლებენ. აკრძალვა იმ ქვეყნების მოქალაქეებზე გავრცელდება, რომლებიც, პარლამენტარების აზრით, საფრთხეს უქმნიან სუომის (იგივე ნამდვილი ფინეთი) ეროვნულ უსაფრთხოებას.