ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ფინეთის მთავრობა რუსეთის მოქალაქეების უმეტესობას უძრავი ქონების შეძენას აუკრძალავს.

კანონპროექტი ითვალისწინებს უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას ორმაგი რუსულ-ფინეთის მოქალაქეობის მქონე პირებისთვის, ასევე ფინეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მუდმივად მცხოვრებ რუსებზე.

კენჭისყრა პარლამენტში ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ გაიმართება.

”ეს წესები მიზნად ისახავს თავიდან ავიცილოთ შესაძლო მტრული გავლენა ფინეთზე”, - თქვა ჰაკანენმა პრესკონფერენციაზე.

ფინეთი უკვე აკონტროლებს რუსი მფლობელების დაახლოებით 3,500 საკუთრებას, დასძინა თავდაცვის მინისტრმა დეტალების გარეშე.