აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აღარ არის საჭირო მხოლოდ მშვიდობაზე იფიქროს. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა თავისი მოსაზრება გაუგზავნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს.
წერილის ტექსტი გამოაქვეყნა PBS News-ის კორესპონდენტმა ნიკ შიფრინმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ რადგან ის არ იღებს ნობელის პრემიას მშვიდობისთვის, აღარ იფიქრებს იმაზე, თუ როგორ მოაგვაროს კონფლიქტები მთელ მსოფლიოში.
„ძვირფასო იონას, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, არ მომანიჭოს ნობელის პრემია მშვიდობისთვის რვაზე მეტი ომის შეჩერებისთვის, აღარ ვგრძნობ თავს ვალდებულად, ვიფიქრო მხოლოდ მშვიდობაზე, თუმცა ის ყოველთვის გაიმარჯვებს, მაგრამ ახლა შემიძლია ვიფიქრო იმაზე, რაც კარგია და შესაფერისია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, - ნათქვამია ტრამპის მიერ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში.














