ბიტკოინის ფასი აგრძელებს ზრდას და ისტორიულ მაქსიმუმს განაახლებს ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან ძლიერი მოთხოვნისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, კრიპტოვალუტების მხარდაჭერის პოლიტიკის გამო.

პარასკევს ვაჭრობის დროს ბიტკოინის ფასი 4%-ით - 118,2 ათას დოლარამდე გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მისი კურსი დაახლოებით 26%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში - გაორმაგდა.