დღეს პირველი ეროვნული ფულის -  ქართული ბონის დღეა, ის მიმოქცევაში სწორედ 1919 წლის 11 ივლისს შევიდა.

1919-1921 წლებში ის დროებითი გადახდის საშუალებას წარმოადგენდა. 106 წლის წინ დაბეჭდილი ქართული ბონი სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო. ესკიზები მხატვრებმა - იოსებ შარლემანმა, ჰენრიხ ჰრინევსკიმ და დიმიტრი შევარდნაძემ შეიმუშავეს.

ქართულ ბონზე ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის ხელმოწერაა დატანილი, სწორედ მას მიუძღვის წვლილი როგორც ქართული ფულის ნიშნების შექმნის, ისე სახელმწიფო ბანკის დაფუძნების საქმეში. აღსანიშნავია, რომ წელს ეროვნული ვალუტის ლარის, მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი შესრულდება.

ლარის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი სხვადასხვა აქტივობების გამართავს გეგმავს, მათ შორის დაგეგმილია ლარი 30-ის საკოლექციო მონეტების, ბანკნოტისა და მარკის გამოშვება. ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ამავე წლის 2 ოქტომბრიდან კი ქვეყანაშის ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.