2025 წლის II კვარტალში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის 243 ფაქტია გამოვლენილი. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 3 თვის [აპრილ ივნისის] მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 243 ფაქტი გამოავლინეს. 

აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობა 68 588 ( 1 371 760 ღერი) კოლოფი სიგარეტია.

შესაბამისი საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, გადაგზავნილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დადგენილი წესით გადაცემული იქნა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად გადაიგზავნა სასამართლოში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.