ბიტკოინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ორშაბათს $81 000–ზე მეტი ღირს.

პლატფორმა Binance–ს მონაცემებით, ყველაზე მაღალ ნიშნულს კრიპტოვალუტამ თბილისის დროით 07:55 საათზე მიაღწია, როდესაც მისი ფასი $81 801–ს შეადგენდა. ბოლო 24 საათში ბიტკოინის ფასი 3,08%–ით არის გაზრდილი.

ბაზრის ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინის მკვეთრი გაძვირების ერთ–ერთი მიზეზი აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება გახდა.

Binance–ს აღმასრულებელი დირექტორის რიჩარდ ტენგის თქმით, დონალდ ტრამპის გამარჯვება კრიპტოვალუტების ინდუსტრიისთვის ოქროს ხანის დასაწყისი გახდება.