საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4121 გემი, რომელთა 34.2% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 31.3% — თხევადი ტვირთმზიდი, 24%— კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 10.5% ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
2024 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 42.9%-ით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 8.4%-ით მეტი თხევადი ტვირთმზიდი, 2.2%-ით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, კონტეინერმზიდი კი — 18.2%-ით ნაკლები.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 22.6% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3% — პანამის, 9.2% — მალტის, 6.6% — ლიბერიის, დანარჩენი 46.3% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
2024 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 2.0 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 20%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 55%-ს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 232.0 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 13.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 44.8% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 36.1% — თხევადი ტვირთი, ხოლო 19.1% — ნაყარი ტვირთი.