აშშ ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებულ სანქციებს ხსნის.

ინფორმაციას Reuters-ი ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტ ტრამპის ბრძანების შესაბამისად, აშშ კალიუმზე სანქციებს ხსნის. ვფიქრობ, ეს ბელორუსისთვის აშშ-ს მხრიდან გადადგმული ძალიან კარგი ნაბიჯია. ჩვენ ახლა მათ ვაუქმებთ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში კიდევ უფრო მეტი სანქცია მოიხსნება“, - განაცხადა კოულმა.

ასევე, კოულის თქმით, ლუკაშენკოსთან უკრაინასა და რუსეთს შორის ომის და ვენესუელის საკითხიც განიხილა.

„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მომავალზე ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ სვლა აშშ-სა და ბელარუსს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე. ეს ჩვენს მიზანს წარმოადგენს“, - აღნიშნა კოულმა.