სომხური ავიახაზები ერევანი-სტამბოლი-ერევანი პირდაპირ რეისს იწყებს, იტყობინება სომხური მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი რეისი 30 ივნისს შესრულდება, ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. რეისები კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.

სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტმა განაცხადა, რომ სომხური ავიახაზების ამ რეისზე ნებართვა დადგენილი პროცედურების შესაბამისად გაიცა.