აზერბაიჯანმა კაზინოები 27-წლიანი აკრძალვის შემდეგ დააკანონა.

კაზინოებს მხოლოდ კასპიის ზღვაში არსებულ ხელოვნურ კუნძულებზე შეუძლიათ ფუნქციონირება, რომლებიც ლიცენზიის მიღების მომენტიდან სახელმწიფო კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. თამაში მხოლოდ 21 წელს გადაცილებულ პირებს შეუძლიათ.

კაზინოს ყველა სხვა ლოკაცია, ასევე ვირტუალური თამაშები, კვლავ აკრძალულია.

ზოგიერთი მედია საშუალება მიიჩნევს, რომ ლეგალიზაცია დაკავშირებულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ყოფილი სიძის, ემინ აგალაროვის პროექტთან, რომელმაც საჯაროდ ისაუბრა ბაქოში ხელოვნურ კუნძულებზე მდებარე გასართობ კომპლექს „სი ბრიზში“ კაზინოს გახსნის ოცნებაზე.