2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების ქონება 28,431 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

წლის დასაწყისიდან Severstal-ის დამფუძნებელმა, ალექსეი მორდაშოვმა გამოიმუშავა 5,73 მილიარდი დოლარი, მისი ქონება გაიზარდა 26,6 მილიარდ დოლარამდე, ხოლო Eurochem-ისა და SUEK-ის თანადამფუძნებლის, ანდრეი მელნიჩენკოს ქონება გაიზარდა 5,26 მილიარდი დოლარით, 24,1 მილიარდ დოლარამდე.

ამასთან, ლუკოილის დამფუძნებელმა ვაგიტ ალეკპეროვმა $3,59 მილიარდი გამოიმუშავა, მისი ქონება 28,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.