თურქეთის საგარეო სავაჭრო დეფიციტი მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 87,7 მილიარდი დოლარიდან 60,1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა

თურქეთის ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2 პროცენტით გაიზარდა და 193 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 7,9 პროცენტით შემცირდა და 253 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა განაცხადა.

თურქმა მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსის მაჩვენებლებზეც.

თურქეთის საგარეო სავაჭრო დეფიციტი მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31,5 პროცენტით შემცირდა, 87,7 მილიარდი დოლარიდან 60,1 მილიარდ დოლარამდე, აღნიშნა მან.