ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით საჭმელსა და წამლებზე ნაკლებს ხარჯავს. ამასთან, 41 პროცენტი აცხადებს, რომ შემოსავლის ყველაზე მეტ თანხას წამლებში ხარჯავს. 13 პროცენტის განცხადებით, კი ასეთი ხარჯი სამედიცინო სერვისებზე მოდის.

ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. კვლევის შედეგები ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება.

კვლევის თანახმად, მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს

გამოკითხულთა 35%-მა აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით, ჯანდაცვასა და წამლებზე წინა წელთან შედარებით ნაკლებს ხარჯავს, 62%-მა კი აღნიშნა, წინა წელთან შედარებით ამ მიმართულებით ნაკლებს არ ხარჯავს.