აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ფასებს 59%-ით შეამცირებს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ტრამპმა გუშინ გამოაცხადა, რომ ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მედიკამენტებისთვის უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის დამყარებას ითვალისწინებს, რაც, პრეზიდენტის თქმით, ფასების ისე დაწესების საშუალებას მისცემს, რომ შეერთებულმა შტატებმა მედიკამენტები შეიძინოს ყველაზე დაბალ ფასად, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიები მსოფლიოს ქვეყნებისთვის აწესებენ.