უცხოელები საქართველოში უკვე მოძლიერდნენ - სულ რაღაც 2 თაობაში ეს დიდი...
საქართველოში უცხო
ქვეყნის მოქალაქეების
რიცხვი სწრაფად მზარდია.
იმის მიუხედავად, რომ
მიგრაციული პოლიტიკა
მკაცრდება, ქვეყანაში მათი
წილი მაინც მატულობს.
პარალელურად, დიდია
ადგილობრივი მოსახლეობის
გადინება. სპეციალისტები
აზრით, პროცესი თუ არ
დარეგულირდა, შესაძლოა
უცხოელების მზარდმა
შემოდინებამ, უახლოეს
მომავალში, ადგილობრივი
მოსახლეობის ეთნიკური
შეცვლაც კი
გამოიწვიოს.ფაქტია, როცა
შენ თვითონ მცირდები და
უცხო ქვეყნის
მოქალაქეების რაოდენობა
იზრდება, ეს კი ჩვენისთანა
პატარა ქვეყნისთვის
არასახარბიელო ფაქტია.
ისინი უკვე საერთო
მოთხოვნაში მონაწილეობენ
და გარკვეულ როლს
თამაშობენ.ექსპერტმა სოსო
არჩვაძემ
,,ბიზნეს-რეზონანსთან"
აღნიშნა, რომ თუ იმიგრანტთა
ფაქტორი უარყოფითად
მოქმედებს მოსახლეობის
რიცხოვნობაზე, მაშინ
მიზეზების აღმოფხვრა უნდა
მოხდეს, რადგან
ადმინისტრაციული
გამკაცრება და რკინის
ფარდის ჩამოშვება
სახელმწიფოს მხრიდან
სწორი და გამართლებული არ
იქნება.,,უნდა გვახსოვდეს,
რომ ადამიანი თავის
არჩევანში თავისუფალია.
მისი გადაადგილების
ფიზიკური და
ადმინისტრაციული
შეზღუდვა, ფუნდამენტურ
უფლებებს ეწინააღმდეგება.
სახელმწიფოს მხრიდან
რკინის ფარდის ჩამოშვება,
ადმინისტრაციული
გამკაცრება სწორი და
გამართლებული არ
იქნება.ვფიქრობ, რამდენიმე
მომენტის თანხვედრასა
აქვს ადგილი. ერთის მხრივ,
ადამიანებს დამატებითი
შემოსავალი, ეკონომიკური
მდგომარეობა საშუალებას
აძლევს, რომ თავიანთი
მოთხოვნები
გადაადგილებაში,
მობილურობაში, სხვა
ქვეყნების ნახვაში
დაიკმაყოფილონ. ესაა
დროებით გასვლა. სხვა
საკითხია მუდმივი
საცხოვრისის დატოვება.
მსოფლიოში დაახლოებით
იმდენი მიგრანტია,
რამდენიცაა ინდონეზიის
მოსახლეობა. ხოლო მათ მიერ
სამშობლოში გადმოგზანილი
თანხების ჯამური მოცულობა
გაცილებით ნაკლებია, ვიდრე
მათ მიერ ადგილზე
გამომუშავებული.
დაახლოებით იმდენივეა,
რამდენიც არის შვეიცარიის
ეროვნული პროდუქტი."-
განაცხადა სოსო
არჩვაძემ.მისივე თქმით,
საქართველოში, წელს უფრო
მეტი ქართველი ემიგრანტი
შემოვიდა, ვიდრე გავიდა,
რაც სასიამოვნო მომენტია,
თუმცა პრობლემაა
გამსვლელთა და
შემომსვლელთა
ასაკი.,,როგორც წესი,
ბრუნდებიან ხოლმე ასაკში
მყოფი ადამიანები და
ახალგაზრდები გადიან.
სხვაობა ადგილობრივი
მოსახლეობის მედიანურ
ასაკსა და გამსვლელთა
მედიანურ ასაკთა შორის
დაახლოებით 7-8 წელია. ეს რა
თქმა უნდა, უარყოფითად
მოქმედებს ქვეყნის
ეკონომიკურ პოტენციალზე.
ამიტომ, სახელმწიფომ უნდა
წაახალისოს დემოგრაფიული
პროცესები, პოპულარული
გახადოს
მრავალშვილიანობა. მოკლედ,
აგრესიული დემოგრაფიული
პოლიტიკა უნდა
აწარმოოს.ჩვენთან ყოველი
მე-5-ე სტუდენტი უცხოელია.
ეს, ერთი მხრივ, ადასტურებს
იმას, რომ აქ ცოდნის მიღება
პრესტიჟულია, მეორე მხრივ,
დამატებით პრობლემებს
უქმნის ადგილობრივ
მოსახლეობას სამუშაოს
შოვნის, ბინების
დაქირავების,
სამომხმარებლო ფასების
საერთო დონესთან
დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ
გვჭირდება აქტიური
დემოგრაფიული პოლიტიკა.
ასევე, მეტად გააზრებული
მიგრაციული პოლიტიკა, რათა
მივაღწიოთ იმას, რომ
საქართველოს
მოქალაქეებისთვის აქ
ყოფნა, ცხოვრება,
საქმიანობა უფრო
პრესტიჟული და
ეკონომიურად ეფექტიანი
გახდეს", - აღნიშნა არჩვაძემ
,,ბიზნეს-რეზონანსს"
საუბრისას.1990-იანი წლებიდან
მოყოლებული მოსახლეობის
რაოდენობის მხრივ დღემდე
სულ კლების ტენდენციაა.
ამიტომაც, არსებული
ტენდენციები კარგს
არაფერს გვიქადის.
დემოგრაფი ანზორ სახვაძე
მიიჩნევს, რომ თუ არსებული
ტემპი შენარჩუნდა, რაც უფრო
დრო გავა მით უფრო სწრაფად
შემცირდება ადგილობრივი
მოსახლეობაც. ამიტომაც,
ჩვენს დემოგრაფიულ ფონს
უცხო ქვეყნის
მოქალაქეების
დამკვიდრების მიზნით
შემოდინება სერიოზულ
საფრთხეს უქმნის.,,ფაქტია,
უცხო ქვეყნის
მოქალაქეების ჭარბი
შემოდინება საფრთხეს
უქმნის ქვეყანას. ისინი
მაღალი ნაყოფიერებით
გამოირჩევიან და
შობადობის მაჩვენებელი
უფრო მაღალია, ვიდრე
ჩვენთან. შესაბამისად,
ძალიან მალე, მათი
დამკვიდრების
შემთხვევაში, ბევრნი
გახდებიან. ჩვენ კი, ცხადია,
გამრავლებისთვის
შობადობის არსებული დონე
არ გვყოფნის. ამიტომ, ეს
პროცესი გარკვეულ
საფრთხეს შექმნის.
მიგრაციული პოლიტიკა,
დემოგრაფიულ პოლიტიკასთან
ერთად უნდა იყოს
გააზრებული და
კომპლექსურად მოიცავდეს
ყველა საკითხს.სამწუხაროდ,
ჩვენ არ ვიცით ეროვნულ
ჭრილში ჩვენი
დემოგრაფიული
მაჩვენებელი. არც ის ვიცით,
შობადობის დონით რომელი
ხალხი უფრო გამოირჩევა.
ვთქვათ, თუ 100 ბავშვი
იბადება, რამდენია დედით,
მამით ქართველი ან უცხოელი
ამის სტატისტიკა არა
გვაქვს. სტატისტიკა
ეროვნული ნიშნის მიხედვით
მონაცემებს ვეღარ
აგროვებს. არადა, ასეთი
მონაცემების ქონა
აუცილებელია.
გამოცხადებულ დემოგრაფიულ
პოლიტიკაში ერთ-ერთი
საკითხი უნდა იყოს, აღდგეს
გრაფა ეროვნულობის
შესახებ დაბადების
მოწმობაში მაინც, რომ
შესაძლებლობა მოგვეცეს
ყოველწლიურად თვალი
მივადევნოთ რამდენი
ქართველი იბადება,
ქორწინდება, შორდება და ა.შ.
ამით მეტ დეტალურ
ინფორმაციას მივიღებთ, რაც
ჩვენნაირი
მცირერიცხოვანი ერისთვის
მნიშვნელოვანია", -
განუცხადა,,ბიზნეს-რეზონანსს"
ანზორ სახვაძემ.1990-იან
წლებთან შედარებით, ახლა
შობადობა 2-ჯერ
შემცირებულია. თუ ეს ტემპი
შენარჩუნდა, რაც უფრო დრო
გავა მით უფრო სწრაფად
გაუარესდება დემოგრაფიული
მდგომარეობაც.,,1989 წელს,
როდესაც ბოლოს ჩატარდა
ჩვენი დემოგრაფიული
აღწერა, მაშინ დაახლოებით 90
ათასი ბავშვი იბადებოდა
საქართველოში, ახლა ეს
რიცხვი 2-ჯერ ნაკლებია.
შესაბამისად, ეს გარემოება
ორჯერ შეამცირებს
მოსახლეობის რაოდენობას,
სულ რაღაც ორი თაობის
განმავლობაში. დინამიკა
მილევადია. 1990-იანი
წლებიდან დღემდე
მოსახლეობის რაოდენობა
სულ იკლებს. ამ ფონზე კი,
უცხოელი მოქალაქეების
დამკვიდრება სერიოზულ
საფრთხეს ქმნის.ჩვენი
თანამემამულეებიც უკეთესი
პირობების მქონე
ქვეყნებში დადიან და იქ
ჩერდებიან. აქედანაც
ვერავის გავყრით. ამიტომაც
ოქროს შუალედი უნდა
მოინახოს. ეს უნდა იყოს
სახელმწიფოებს შორის
კვოტირების კონსენსუსი.
საჭიროა სხვადასხვა
ქვეყნის წარმომადგენლები
შეთანხმდნენ და ამერიკის
მსგავსად, ორმხრივი
შეთანხმების საფუძველზე
კვოტირების პრინციპი
აამოქმედონ. თუ
შემომსვლელთა და
გამსვლელთა რაოდენობა
ლიმიტით განისაზღვრება,
შემდეგ კონტროლიც
გამკაცრდება. ვფიქრობ, ეს
გზა გაამართლებს. ამით
არავის გავანაწყენებთ, არც
გაგდების ფორმა იქნება და
არც ჩვენი ქვეყნის
უპატივცემლობას ვაპატიებთ
ვინმეს", - აღნიშნა სახვაძემ
,,ბიზნეს-რეზონანსთან"
საუბრისას.წყარო: resonancedaily.com
1745919709