მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული...
აღნიშნული ინიციატივის
მიზანი გამორჩეული
მასწავლებლების გამოვლენა
და დაფასებაა, რომლებიც
განათლების სფეროში
პოზიტიურ ცვლილებას
ქმნიან.წლევანდელი
მასწავლებლების საუკეთესო
ათეულის წევრები გახდნენ:
ცოტნე გვაჯაია, ზუგდიდის N5
საჯარო სკოლის
კომპიუტერული
ტექნოლოგიების
მასწავლებელი; არჩილ თოდუა,
ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის
სამოქალაქო განათლების და
მოქალაქეობის
მასწავლებელი; მარიამ
კვაჭაძე, დუშეთის
მუნიციპალიტეტის სოფელ
შუაფხოს საჯარო სკოლის
ქართული ენისა და
ლიტერატურის
მასწავლებელი; დავით
მალაზონია, თანამედროვე
განათლების აკადემიის
ისტორიის მასწავლებელი;
მაგდა მიქაბერიძე,
თბილისის N45 საჯარო სკოლის
დაწყებითი საფეხურის
მასწავლებელი; ეკატერინე
ჩიქოვანი, თბილისის
საერთაშორისო სკოლის
ქართული ენისა და
ლიტერატურის
მასწავლებელი; მადონა
წერედიანი, მესტიის
მუნიციპალიტეტის სოფელ
ლატალის საჯარო სკოლის
ქართული ენისა და
ლიტერატურის
მასწავლებელი; დავით
ჯანდიერი, თბილისის ილია
ჭავჭავაძის სახელობის 23
საჯარო სკოლის, მჭევრის
დამოუკიდებელი ბიზნეს
სკოლის და აზროვნების
აკადემიის სკოლის
მოქალაქეობის, ბიზნესისა
და მე და საზოგადოების
მასწავლებელი; ირინა
ჯვარშეიშვილი, გოგიტა
კიკნაძის სახელობის
თბილისის N182 საჯარო სკოლის
სამოქალაქო განათლების
მასწავლებელი; ლაურა
ჯიმშელეიშვილი,
დამოუკიდებელი საერო
გიმნაზიის „შავნაბადა“
ბიოლოგიისა და
ბუნებისმეტყველების
მასწავლებელი.
შეგახსენებთ, რომ
მასწავლებლის ეროვნული
ჯილდოს კონკურსი სამ
ეტაპად ტარდება: პირველ
ეტაპზე აპლიკაციები
ტექნიკურ შემოწმებას
გადიან, რის შემდეგაც
საუკეთესო ათეული ირჩევა.
შემდგომ ეტაპზე ხდება ხუთი
ფინალისტის გამოვლენა,
ხოლო გამარჯვებული 5
ოქტომბერს, მასწავლებლის
მსოფლიო დღეს
დასახელდება.წელს
მასწავლებლის ეროვნული
ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე
მეტი მასწავლებელი
წარადგინეს, 120-ზე მეტმა კი
თავად შეავსო
განაცხადი.მასწავლებლის
ეროვნული ჯილდო
საქართველოში 2017 წელს
დაწესდა და გლობალური
ინიციატივის - „The Global Teacher
Prize“-ის ნაწილია. პროექტის
მხარდამჭერები არიან:
გენერალური სპონსორი -
გუდავაძე-პატარკაციშვილის
ფონდი; მთავარი
მხარდამჭერი - საქართველოს
ბანკი; ოქროს სპონსორი -
ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი;
მხარდამჭერი და სპონსორი -
კონსულტაციისა და
ტრენინგის ცენტრი (CTC);
მხარდამჭერი - ალტე
უნივერსიტეტი.ინფორმაციისთვის,
მოსწავლეების,
სტუდენტების, ახალგაზრდა
პროფესიონალებისა და
მასწავლებლების
მხარდაჭერის მიზნით,
საქართველოს ბანკისთვის
განათლება უკვე ექვს წელზე
მეტია CSR მიმართულების
ერთ-ერთი მთავარი
პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ
საგანმანათლებლო პროექტს
ახორციელებს და მხარს
უჭერს, რითაც 500 000-ზე მეტი
მოსწავლისთვის,
სტუდენტისა და ახალგაზრდა
პროფესიონალისთვის ქმნის
განათლების
შესაძლებლობას.საქართველოს
ბანკის საგანმანათლებლო
პროექტებს შორისაა:
საქართველოს ბანკის
სტიპენდიები, გიორგი
ჩახავას სახელობის
სტიპენდია, დიდ ბრიტანეთში,
აშშ-სა და გერმანიაში
სწავლის სრული
დაფინანსება, იდეათეკები -
საქართველოს ბანკის
ბიბლიოთეკების პროექტი, STEM
სკოლა, STEM ოლიმპიადა,
ეკონომიკის ოლიმპიადა,
Kings-ის ფინანსური
განათლების ოლიმპიადა,
ევერესტი, საჯარო
მეტყველების კონკურსი და
სხვა
ინიციატივები.საქართველოს
ბანკის საგანმანათლებლო
პროექტების შესახებ
დეტალური ინფორმაციის
მიღება შესაძლებელია
ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
1783083724