„სელფი მობაილი”, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებლებს აქციას ფასიანი კატეგორიის ნომრებზე სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 24 აპრილიდან სელფის ფასიანი ნომრების შეძენა ჩვეულებრივზე 50%-ით ნაკლებ ფასადაა შესაძლებელი.

“სპეციალური შეთავაზება მოიცავს: ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და პლატინის კატეგორიის ნომრებს. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში. ნომრის შეძენა შესაძლებელია, როგორც “სელფის” ვებ-გვერდიდან, ასევე მაღაზიებში”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.