რატომ უნდა აეკრძალოს ეკონომიკურ დანაშაულში მსჯავრდებულ პირს ქვეყნის და...
„კანონპროექტის
ინიციატორებმა და
მხარდამჭერებმა უნდა
განუმარტონ საზოგადოებას
და წონადი არგუმენტები
წარმოადგინონ
გადაადგილების
შეზღუდვისთვის, რადგან
საკითხი კონსტიტუციური
უფლების შეზღუდვას ეხება.
შესაბამისად,
გადაადგილების
თავისუფლება რომ
შეიზღუდოს, მას უნდა
ჰქონდეს სერიოზული,
ლეგიტიმური მიზანი.
აუცილებელია, ეს მოხდეს
მხოლოდ სასამართლოს
კონტროლით, როგორც
წინასწარი, ასევე შემდგომი
ან მიმდინარე სასამართლო
კონტროლით.კონსტიტუციურ
უფლებაში ასეთი
ქირურგიული ჩარევა, თანაც
ყოველგვარი დასაბუთებისა
და ჯეროვანი პროფესიული
დებატების გარეშე,
შესაძლოა, სერიოზულ
პრობლემად იქცეს.
თავისთავად, ეს რას
გამოიწვევს, წესით,
ინიციატივის ავტორებს
ნაფიქრი უნდა ჰქონდეთ,
აგრეთვე კონსულტაციები
უნდა გაევლოთ შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან
და სამართალდამცავ
ორგანოებთან. აუცილებლად
გაიზრდება მიმართვიანობა
სამართალდამცავ
ორგანოებში, მიუხედავად
იმისა, რომ დავა, შეიძლება,
სამოქალაქო იყოს“, -
განაცხადა ლევან
ალაფიშვილმა.მისი აზრით, ამ
საკანონმდებლო
ინიციატივის კიდევ ერთი
ნაკლი მისი
კონსტიტუციასთან
შესაბამისობაა, რადგან
კანონი არ არის მხოლოდ
ფორმალური აქტი, იგი
განხილული და მიღებული
უნდა იყოს სწორედ ისეთი
გამჭვირვალე
პროცედურებით, რომელიც
ფართო მსჯელობას
გულისხმობს.„ასეთი
განხილვა არ ყოფილა, ხოლო
ფორმალური საკომიტეტო
მოსმენებით პროცესის
კონსტიტუციურობის
სტანდარტი ვერ იქნება
დაკმაყოფილებული. ასე რომ,
ბევრი კითხვის ნიშანია.
თუკი ეს კანონი
საკონსტიტუციო
სასამართლოში ან
სტრასბურგის ადამიანის
უფლებათა სასამართლოში
გასაჩივრდება და ასეთი
დაუსაბუთებელი
გადაწყვეტილებებით
წარიმართება ოპონირება,
ვფიქრობ, არ გაძნელდება
მისი არაკონსტიტუციურობის
ან კონსტიტუციასთან
წინააღმდეგობის
დადასტურება - ეს ადამიანის
უფლებათა ევროპულ
კონვენციასთან
წინააღმდეგობის
დადასტურება, თუკი
სტრასბურგში წავა ეს
საქმე“, - განუცხადა
„რეზონანსს“ ლევან
ალაფიშვილმა.განსხვავებული
პოზიცია აქვს ექსპერტ
ამირან სალუქვაძეს,
რომელმაც ცვლილებების
პროექტზე საუბრისას
აღნიშნა, რომ ახალი
საკანონმდებლო ინიციატივა
კონკრეტულ პირებს არ
უკავშირდება, თუმცა,
გარკვეულწილად,
სხვადასხვა მიმართულებით
კორუფციის დონეს
აუცილებლად
შეამცირებს.„რაც შეეხება
სიმკაცრეს ეკონომიკურ
დანაშაულებთან
დაკავშირებით, სხვადასხვა
ქვეყნებში არის მსგავსი
პრაქტიკა - კორუფციას და
დაუსაბუთებელ ქონებას
ებრძვიან ყველგან,
სხვადასხვა მეთოდებით. რა
თქმა უნდა, როდესაც
გარკვეული სუბიექტის
მიმართ დაიწყება სისხლის
სამართლებრივი დევნა, მას
უნდა შეეზღუდოს ქვეყნიდან
გასვლა იმიტომ, რომ უამრავი
ფაქტია არა მხოლოდ
ეკონომიკური, არამედ სხვა
დანაშაულების გამო,
როდესაც პირი ტოვებს
ქვეყანას და შემდეგ, დიდი
ხნის განმავლობაში, ვერ
ხერხდება მისი
ექსტრადირება. უამრავი
ადამიანია, რომელიც
ძებნაშია სხვადასხვა
დანაშაულის გამო, ამიტომ
ოპერატიულობა ასეთ
სიტუაციაში, აბსოლუტურად
ლოგიკურია.ცვლილებების ამ
პროექტში, ეკონომიკურ
დანაშაულებზე მთავარი
აქცენტი რომ ზარალის
ანაზღაურებაზეა, ესეც
ძალიან მნიშვნელოვანია. თუ
კონკრეტული ადამიანი,
კონკრეტული ჩინოვნიკი, თუ
ჩინოვნიკთან გარიგებული
პირი, გნებავთ, ბიზნესმენი
აზარალებს სახელმწიფო
ბიუჯეტს, მაგრამ თანხას ვერ
ან არ აბრუნებს,
დაპატიმრების
შემთხვევაში, ისევ
ბიუჯეტის ხარჯზე გვიწევს
მისი შენახვა. ამიტომ
ამოსავალი წერტილი აქ
ფინანსური ზარალის
ანაზღაურებაა და
აბსოლუტურად სწორი
აქცენტებია“, - აღნიშნა
„რეზონანსთან“ საუბრისას
ამირან სალუქვაძემ.წყარო:
რეზონანსი
1760524968