2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით მეტია.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.0%-ით განისაზღვრა და 140.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 36.4%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია თურქეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 12.2% და 34.2%-ით და, შესაბამისად, 120.1 და 45.3 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები წლიურად 13.4%-ით 98.9 მლნ აშშ დოლარამდე.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები - 2026 წლის I კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 12.3%-ით შემცირდა.

საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

ქვეყანა

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი

აზერბაიჯანი

48.1

ბელარუსი

16.2

თურქეთი

120.1

ირანი

9.7

ისრაელი

98.9

რუსეთი

124.3

საუდის არაბეთი

12.9

სომხეთი

28.8

უკრაინა

45.3

ევროკავშირი

140.7

დანარჩენი ქვეყნები

185.0