„თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტიმომდევნო თვეებში ჩაცხრება და მისგანმომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივადშერბილდება, მიმდინარე წელს ინფლაციასაშუალოდ 5.4%, ხოლო 2027 წელს 3.5% იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკისპრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტისსაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტოპოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტისწარდგენისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ეროვნული ბანკისგანახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო წელსინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2027 წლისმეორე ნახევრიდან მიზნობრივ 3%-იანმაჩვენებელს დაუახლოვდება.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ინფლაციისმოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვნად იქნებადამოკიდებული გლობალურად მიმდინარემოვლენებზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისობაზრებზე ენერგორესურსების ფასებზე. შესაბამისად, პროგნოზი ახლო აღმოსავლეთშივითარების დასტაბილურებისა და კონფლიქტიდანმომდინარე ინფლაციური წნეხის ეტაპობრივიგანეიტრალების დაშვებას ეფუძნება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით გაურკვევლობა კვლავმაღალია და ინფლაციური რისკები მწვავე რჩება.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იმშემთხვევაში თუ საგარეო შოკების გავლენაინფლაციურ მოლოდინებზე აისახება და მეორერაუნდის ეფექტების რისკი გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის, მონეტარულიპოლიტიკა დამატებით გაამკაცროს. „ჩვენი მიზანია, რომ მას შემდგომ, რაც საგარეო შოკების გავლენაამოიწურება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდესმიზნობრივ მაჩვენებელს“, - აღნიშნა ნათიათურნავამ.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ინფლაციისმიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებისტენდენცია გამოიკვეთება, ეროვნულ ბანკსმონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივადშემცირებისა და ნეიტრალურ დონემდე მიყვანისშესაძლებლობა ექნება.