ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაში (RTGS) მარტის განმავლობაში 44 457 718 483 ლარის ფინანსური ოპერაციები განხორციელდა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის მარტში განხორციელებული ოპერაციების მოცულობას თითქმის 12 მლრდ ლარით (27%–ით) აღემატება. თავად ოპერაციების რაოდენობამ კი 4 182 170 ერთეული შეადგინა (3M2023 – 4 141 596 ოპერაცია).

სების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბანკიდან ბანკში გადარიცხვების რაოდენობამ 2 474 115 ერთეული შეადგინა, ხოლო მათმა ჯამურმა მოცულობამ ფულად გამოსახულებაში 10,83 მლრდ–ს გადააჭარბა.

ბანკიდან ხაზინაში გადარიცხვების რაოდენობა მარტში 1 703 762 ერთეული იყო. ხაზინაში ბანკებიდან ამ პერიოდში 8,72 მლრდ გადაირიცხა.

RTGS სისტემაში მარტში საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2,22 მლრდ–ს გადააჭარბა, ტრანზაქციების საშუალო დღიურმა რაოდენობამ კი 209 109 ერთეული შეადგინა.