Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, 25-29 თებერვლის კვირაში ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ყველაზე მეტად, 32%-ით  საქართველოს ბანკის აქციები გაძვირდა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 50.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.09% წინა კვირასთან შედარებით და +32.28% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 393 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.20 - 50.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 31.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.60% წინა კვირასთან შედარებით და +10.47% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 331 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.95 - 31.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 35 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.42 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.49% წინა კვირასთან შედარებით და +10.30% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 400 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.00 - 12.62 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 72 ათასი აქცია შეადგინა.