გალტ & თაგარტის 22–26 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 23 ივლისს 5-წლიანი 85 მლნ ლარის (31.4 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა.

ამასთან, მოთხოვნა 2.6-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.150პპ-ით შემცირდა და 9.481% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 6 აგვისტოს, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის სახაზინო ობლიგაციები და 3.4-წლიანი 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.