საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, მომხმარებლებს მორიგ საახალწლო შეთავაზებას უკეთებს და მათ JYSK-ში შოპინგისას, დახარჯული თანხის 40%-ის დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს. 

შეთავაზების ფარგლებში, 27 დეკემბერს, ის მომხმარებლები რომლებიც საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით ისარგებლებენ, JYSK-ში შოპინგისას 40%-იან ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 150 ლარი). 
ქეშბექი 3 სამუშაო დღეში დაგერიცხებათ.

შეთავაზება მოქმედებს JYSK-ის როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში.

ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სასურველი ნივთი იყიდონ ან მიიღონ მომსახურება დღესვე. ღირებულება კი 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ ნივთის ჯამური ფასი არ გაუძვირდეთ. (ეფექტური 0%).

ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ ჯამური თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი  მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს,  რასაც ერთიანად გადაიხდიდით.