თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა იმედი გამოთქვა, რომ „გაზპრომისგან უფრო გონივრული ფასები“ იქნება რუსული გაზისთვის უახლოეს წლებში, იუწყება TASS.

ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქულ გაზზე ფასები მაღალია.

„გაზპრომისგან“ მომავალ წლებში უფრო გონივრულ ფასებს ველით, რადგან ის იყო სანდო მიმწოდებელი და თურქეთი რუსული გაზის კარგი და საიმედო მომხმარებელი. თუმცა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ საკითხის კონკურენტუნარიანობა, იმედი მაქვს, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ურთიერთგაგებას“, - აღნიშნა მან.

ბაირაქტარმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთმა გაზის იმპორტში 38 მილიარდი დოლარი გადაიხადა და ამ მოცულობის 40% რუსეთს გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ Reuters-ი ადრე იტყობინებოდა თურქეთსა და რუსეთს შორის გაზის გადასახადების 600 მილიონი დოლარის 2024 წლამდე გადადების შესახებ.