ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით თურქეთის პორტ ჯეიჰანამდე აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობის კლება გრძელდება. ეს გამოწვეულია აზერი-ჩირაგ-გუნაშლის ბლოკზე და აზერბაიჯანის სხვა მნიშვნელოვან ნავთობსაბადოებზე მოპოვების შემცირებით.

Reuters-ის პროგნოზით, აგვისტოში აზერბაიჯანის ნავთობის ექსპორტის მოცულობა ჯეიჰანის პორტით 17,75 მილიონი ბარელი იქნება. ივლისში ეს მაჩვენებელი 19,19 მილიონ ბარელს მიაღწევს.

Reuters-ის გათვლებით, BTC მილსადენით აზერბაიჯანული ნავთობის ყოველდღიური მიწოდება მომავალ თვეში ივლისთან შედარებით 7,5 პროცენტით შემცირდება.

SOCAR-ის მონაცემებით, 2024 წლის მაისში, აზერბაიჯანის მთავარი საექსპორტო მილსადენის, BTC-ით, 2 მილიონ 725 ათას 177 ტონა (ანუ 17 მილიონ 715 ათასი ბარელი) აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა.

მთლიანობაში, 2024 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, მილსადენით ექსპორტირებული იყო 12 მილიონ 199 ათას 306 ტონა ნავთობი.