მოლდოვაგაზმა მოლდოვას ენერგეტიკის რეგულირების ეროვნულ სააგენტოს (ANRE) მიმართა გაზის ტარიფის შემცირების შესახებ, იტყობინება Moldovagaz-ის პრესსამსახური.
კომპანია ამას ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასების შემცირებას უკავშირებს. დისტრიბუტორმა ითხოვა საშუალო შეწონილი ტარიფის 36,8%-ით შემცირება - 16 492 მოლდავური ლეი 1000 კუბურ მეტრ გაზზე.
საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის შემოთავაზებულია ტარიფის 31,9%-ით შემცირება - 18 456 ლეი 1000 კუბურ მეტრზე. დღგ-ს ჩათვლით მოლდოვაში შიდა მომხმარებლისთვის საბოლოო ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 29,27 ლეიდან 19,93 ლეიმდე შემცირდება.
ბოლოს მოლდოვაში გაზის ტარიფი გადაიხედა 2022 წლის შემოდგომაზე. მაშინ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის ტარიფი გაიზარდა 27,3%-ით - 23 ლეიდან 29,27 ლეიმდე 1 კუბურ მეტრ გაზზე.
მოლდოვაში ბუნებრივ აირზე ტარიფებს ადგენს ANRE მომწოდებლების მოთხოვნით.
ოფიციალური გაცვლითი კურსი 5 ივნისის მდგომარეობით არის 17,8 ლეი/$1.
ეკა უკლება