ევროკომისიამ განაცხადა ინიციატივის შესახებ, რომელიც რუსეთიდან ნავთობპროდუქტების ფასის ლიმიტის შემოღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა.

„კომისიამ შემოგვთავაზა რუსული ნავთობპროდუქტების ზღვრული ფასების სტრუქტურა. ეს ღონისძიება მჭიდროდ კოორდინირებულია G7-ის პარტნიორებთან“, - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

მისი თქმით, ევროკომისიამ ასევე მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს განიხილონ დამატებითი სავაჭრო სანქციები მინსკის წინააღმდეგ, რათა ეს ზომები მოსკოვის წინააღმდეგ ზომების დონემდე მიიყვანონ.

”ეს მოიცავს ექსპორტის დამატებით შეზღუდვებს, მომსახურების აკრძალვას, იმპორტის შეზღუდვებს და შემდგომ ზომებს”, - თქვა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, შემოთავაზებულმა შეზღუდვებმა ბელორუსის გავლით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლა უნდა აღკვეთოს.

გასული წლის 5 დეკემბერს დასავლეთის ნავთობის სანქციები შევიდა ძალაში: ევროკავშირმა, G7-ის ქვეყნებმა და ავსტრალიამ  შეწყვიტა რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირება და დააწესა ფასის ლიმიტი საზღვაო ტრანსპორტირებაზე - ბარელზე 60 დოლარი - უფრო ძვირად ყიდვის შემთხვევაში ტრანსპორტირება და დაზღვევა აკრძალულია.

რუსული ნავთობპროდუქტების ფასებზე შეზღუდვების შემოღება მოსალოდნელია თებერვალში, როდესაც ევროკავშირი უარს იტყვის მათ შესყიდვაზე და აკრძალავს მათ საზღვაო ტრანსპორტირებას.

საპასუხოდ რუსეთმა 1 თებერვლიდან აუკრძალა უცხოელებისთვის ნავთობის მიწოდება, თუ კონტრაქტები პირდაპირ თუ ირიბად ითვალისწინებს ზღვრული ფასის დაფიქსირების მექანიზმს. 

გიორგი არაბული