2021 წლის 21 დეკემბრის შემდეგ პირველად, ლონდონის ICE ბირჟაზე მაისის მიწოდებისთვის Brent-ის ნავთობის ფიუჩერსული კონტრაქტის ფასი ბარელზე 71 დოლარზე დაბლა დაეცა.

საფონდო ბირჟის მონაცემებით, 10:52 საათზე, Brent-ის ფასი შემცირდა 2,8%-ით - ბარელზე 70,93 დოლარამდე.

11:05 საათისთვის Brent-ის ფასმა კლება დააჩქარა და ბარელზე 70,56 დოლარი (-3,3%) შეადგინა.

ამავდროულად, WTI ნედლი ნავთობის ფიუჩერსები მაისის მიწოდებისთვის დაეცა 3,21%-ით და 64,77 დოლარამდე ბარელზე.