საქართველო 2030 წლისთვის გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და შესაბამისად, ხელფასებიც, პენსიაც და შემოსავლებიც მაღალშემოსავლიანი ქვეყნების სადარი იქნება იმ პერიოდისათვის, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ „ქრონიკას“ განუცხადა.

აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა „ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის“ მონაცემებს, რომლის თანახმადაც, ევროკავშირში თვიური პენსია 13-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში.

მიხეილ დუნდუას თქმით, დღეისათვის და მიმდინარე წლების განმავლობაში საქართველო უზრუნველყოფს წლიდან წლამდე პენსიის ზრდას წინასწარ განსაზღვრული ფორმულით.

„გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც იმისთვის შემოვიღეთ ზუსტად, რომ მაღალი იყოს საპენსიო შემოსავალი საქართველოში და შესაბამისად, წლიდან წლამდე, ჩვეულებრივად გაიზრდება პენსია, გაიზრდება შემოსავალი, გაიზრდება ხელფასი“, - აღნიშნა მან.