საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6%-იანი ზრდით, რამაც 0.33 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი კი 8.4%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 27.3%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.5%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.62 და 2.7პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 17.3%-ით.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2024 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსები (წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) და მის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები.