ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა, სადაც პოტენციალი არსებობს და ამ მიმართულებით სომხეთთან იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ვაჭრობის შესაძლებლობები და პოტენციალი საკმაოდ დიდია საქართველოსა და სომხეთს შორის.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა, სადაც პოტენციალი არსებობს და ამ მიმართულებით იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა. აგრეთვე მინდა, აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვის მიმართულებითაც არის რიგი საკითხები, რომლებზეც შეგვიძლია ერთიანი რეგიონის ნაწილში ვიმსჯელოთ, ერთობლივად ვიმუშაოთ და, თავისთავად ცხადია, ერთობლივი კონსენსუსის შედეგად გადავიწყვიტოთ. აგრეთვე არსებობს პრაქტიკები, რომლებიც შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში საკმაოდ აქტუალური და ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს“, – განაცხადა მინისტრმა.