დაარსებიდან 30 წლის თავზე PSP-მ თბილისში, პეკინის 14 ნომერში განახლებული, სრულიად განსხვავებული კონცეფციის ფილიალი გახსნა. აფთიაქი მომხმარებლებს მომსახურების სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

ფილიალში წარმოდგენილია სააფთიაქო რობოტი - მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ამარტივებს და აჩქარებს სამუშაო პროცესებს. ახალი, ინოვაციური ტექნოლოგია ერთი მხრივ, მომხმარებელს უმარტივებს სერვისის მიღების პროცესს, ხოლო მეორე მხრივ, ფარმაცევტებს აძლევს, დროის ეფექტიანად განაწილების შესაძლებლობას.

PSP-ს სააფთიაქო რობოტის უპირატესობები:

  • დაახლოებით 90%-ით ამცირებს მომსახურების დროს, რაც აუმჯობესებს სერვისის ხარისხს;
  • თავად ალაგებს ახალ მედიკამენტებს, რაც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ფარმაცევტის სამუშაო პროცესს;
  • აკეთებს მარაგების პერიოდულ ოპტიმიზაციას;
  • აკონტროლებს მედიკამენტების ვადებს.

ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, მთელი ივნისის განმავლობაში და არა მხოლოდ, ადგილზე მისული მომხმარებელი დამატებით მიიღებს უფასო სერვისებს, სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკასა და სკრინინგს.

„PSP ორიენტირებულია მომხმარებელს შესთავაზოს ახალი გამოცდილება და სრულიად განსხვავებულ გარემოში აგრძნობინოს თავი, სადაც დარწმუნებული ვართ, რომ მიიღებს შოპინგის ახალ გამოცდილებას, ამის მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ PSP-ს შარშანდელი სილამაზის ფესტივალიდან, რომელიც ასევე პირველად ჩატარდა საქართველოში და სადაც მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, ერთ სივრცეში მიეღო მრავალფეროვანი სერვისები“, -აღნიშნეს PSP-ში.

PSP-ს პროფესიონალი კონსულტანტები, ფარმაცევტები და მოწვეული ექსპერტები მომხმარებლებს მათი საჭიროების შესაბამის კონსულტაციას შესთავაზებენ. სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად კი თვალი ადევნეთ პსპ აფთიაქის ფეისბუქ გვერდს, სადაც ყველა სიახლე გამოქვეყნდება.