არის ბიზნესის დიდი ნაწილი, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, არის დიდი ნაწილი, რომელიც აფინანსებს ოპოზიციურ, რადიკალურ პარტიებს. ეს მეტყველებს იმაზე, როგორი დემოკრატიაა საქართველოში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი ბიზნესის გაფიცვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს გამოეხმაურა.

„12 წლის განმავლობაში ვინმემ გადახედოს, თუ ჩარეულა „ქართული ოცნება“ რომელიმე ბიზნესმენის საქმეში. ბიზნესი იყო, არის და მუდმივად იქნება ხელშეუხებელი. ბევრი ბიზნესმენია და ეს გასაჯაროვდება კიდევაც, რომელიც ფულს რუსეთშიც შოულობს და ვაჭრობს ისეთი პროდუქციით, რომელიც რუსეთიდან მოაქვთ და შემდეგ ექსპორტზე გააქვთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციებს ბიზნესის გაფიცვასთან დაკავშირებით და ისაუბრა იმ ბიზნესკომპანიებზე, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად რუსეთში ვაჭრობენ.