საზღვარგარეთ მოგზაურობისას, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი როუმინგია. ახლახან, სელფიმ როუმინგის განახლებული მომსახურების შესახებ განაცხადა და მომხმარებელს შესთავაზა კიდევ უფრო მეტი ინტერნეტი, კონკურენტული ფასები, 30-დღიანი ვადა და Google Maps-ის უფასოდ გამოყენება.

საზღვარგარეთ ვიზიტისას, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია წვდომა ჰქონდეს საკუთარ ნომერზე, რომლითაც ჩვეულებრივ სარგებლობს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას სელფის წარმომადგენელი აცხადებს, ამ შემთხვევაში სელფის როუმინგის ჩართვას ერთდროულად რამდენიმე უპირატესობა აქვს - დაბალი ფასები, მარტივი გააქტიურება, მეტი ინტერნეტი და ადგილზე სანდო მობილური ოპერატორის ქსელში ჩართვა.

აქ დეტალურად მოგიყვებით, როგორ მუშაობს სელფის როუმინგი და როგორ უნდა ჩავრთოთ აღნიშნული სერვისი:

როგორ მუშაობს სელფის როუმინგი?

განახლებული ინტერნეტ პაკეტების აქტივაცია მარტივადაა შესაძლებელი როგორც გამგზავრებამდე, ისე საზღვარგარეთ ჩასვლისას, რამდენიმე სხვადასხვა გზით: MyCellfie აპით, სელფის ვებგვერდით, USDD კოდით და ასევე სელფის მაღაზიებში.

საზღვრის გადაკვეთისას, ნომერი ავტომატურად ჩაერთვება ადგილობრივ ქსელში და მომხმარებელი ჩვეულებრივ ისარგებლებს თავისი ნომრით.

რა უპირატესობები აქვს სელფის როუმინგს?

სელფის როუმინგის არჩევის მთავარი უპირატესობა სანდო ადგილობრივი  პარტნიორების არსებობა, კონკურენტული ფასები და ისეთი დამატებითი სერვისებია, როგორებიცაა Google Maps-ის უფასო გამოყენება და როუმინგით ავტომატური სარგებლობა, რაც არ საჭიროებს წინასწარ როუმინგის ჩართვას დამატებითი კოდების მეშვეობით.

სელფი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მობილურ ოპერატორთან, რაც ადგილზე მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს. პარტნიორებთან მჭიდრო კავშირი და ქსელების რეგულარული მონიტორინგი სტაბილურობის და სანდო სერვისის გარანტიაა.

სელფის როუმინგი მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი სიჩქარის ინტერნეტს, რაც მოიცავს 4G და, სადაც ეს დანერგილია 5G მომსახურებასაც. შესაბამისად, მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ სწრაფი ინტერნეტი.

მსოფლიოს მასშტაბით სელფი თანამშრომლობს 300 სხვადასხვა მობილურ ოპერატორთან, ყველა ქვეყანაში 2-ზე მეტი როუმინგ პარტნიორი ჰყავს და უზრუნველყოფს, რომ საზღვარგარეთ ჩასული აბონენტი საუკეთესო ქსელში ჩაერთოს.

სელფის როუმინგის ფასები:

მეტი მოხერხებულობისთვისა და მოგზაურობის საჭიროებაზე უკეთ მორგებისთვის, სელფის როუმინგი მომხმარებელს სთავაზობს ორი ზონის არჩევანს, იმისდა მიხედვით, თუ სად აქვს დაგეგმილი გამგზავრება. ესენია:

Euro Pass: ევროპა + თურქეთი + უფასო Google Maps

Continental Pass: მსოფლიო + უფასო Google Maps

 

  Euro Pass   Continental Pass
  1GB + Google maps   1GB + Google maps
ფასი: 15 ₾  ფასი: 15 ₾
3GB + Google maps 3GB + Google maps
ფასი 35 ₾ ფასი 35 ₾
5GB + Google maps 5GB + Google maps
ფასი: 55 ₾ ფასი: 55 ₾
10GB + Google maps 10GB + Google maps
ფასი: 100 ₾ ფასი: 100 ₾

 

როგორ იქცევა მომხმარებელი იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ ყოფნისას სელფისთან დაკავშირება სჭირდება?

როუმინგში მყოფ აბონენტებს აქვთ შესაძლებლობა, უფასოდ განახორციელონ ზარი სელფის სატელეფონო ცენტრში (110101) და ასევე ისარგებლონ ონლაინ ჩატის ფუნქციით.