IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.6%-მდე გაზარდა
საქართველო დეკადური
(ათწლიანი) ზრდის პროგნოზის
სამი მიმართულებით მოხვდა
მსოფლიოს საუკეთესო
სამეულებში, მსოფლიოში
მეორე და მსოფლიოს
აღმოსავლეთ ნახევრასფერში
პირველ ადგილზე:• ერთ სულ
მოსახლეზე რეალური მშპ-ს
ზრდა• $GDP per capita
მსყიდველუნარიანობის
პარიტეტის მიხედვით ზრდის
ტემპი• $GDP per capita
მსყიდველუნარიანობის
პარიტეტის მიხედვით
მუდმივ ფასებში ზრდის
ტემპისავალუტო ფონდის
შეფასებით წელსვე (2024 წელს)
საქართველო ერთ სულ
მოსახლეზე 5 წლიანი რეალური
ეკონომიკური ზრდით
მსოფლიოში გადის მეორე
ადგილზე და ასეთ ლიდერობას
შეინარჩუნებს ზედიზედ 6
წლის განმავლობაში _
შესაბამისად 6 წლიანი, 7
წლიანი, 8 წლიანი, 9 და 10
წლიანი გრძელავდიანი
ზრდის ტემპების მიხედვით
2024_2029 წლებში პანდემიამდელ
პერიოდთან შედარებით (2019
წ).აღსანიშნავია, რომ
საქართველოს ეს ათწლედური
საპროგნოზო შედეგი 2019
წელთან, ანუ პანდემიამდელ
პერიოდთან შედარებით
დაფიქსირდა, რითაც კიდევ
ერთხელ საბოლოოდ
გაქარწყლდა უსაფუძვლო
ნარატივი, რომ მიმდინარე
წლებში მაღალი
ეკონომიკური ზრდის
გამორჩეული მაჩვენებლები
2020 წლის ძლიერი ეკონომიკური
ვარდნის ეფექტით იყო
გამოწვეული და თითქოს
პანდემიამდელ პერიოდთან
შედარებით საქართველოს
გრძელვადიანი ეკონომიკური
ზრდის კარგი პერსპექტივა
არ უჩანდა.1. ერთ სულ
მოსახლეზე რეალური მშპ-ს
ზრდის ათწლიანი ტემპის
მიხედვით 2029 წელს მსოფლიოს
საუკეთესო სამეულში
იმკვიდრებს ადგილს,
მსოფლიოში არის მეორე
ადგილზე და მსოფლიოს
აღმოსავლეთ
ნახევარსფეროში ( ევროპა,
აზია, აფრიკა, ავსტრალია და
ოკეანეთი) ზრდის უპირობო
ლიდერია. ამ პერიოდში ერთ
სულ მოსახლეზე
გაანგარიშებით ყველაზე
მაღალი ეკონომიკური ზრდა
ექნება გაიანას
კოოპერატიულ რესპუბლიკას.
მეორე ადგილზე
საქართველოა რომლის
მაჩვენებელი 2019 წელთან
შედარებით 2029 წელს 71 %-ით
იზრდება.2024 წელს ერთ სულ
მოსახლეზე გაანგარიშებით
საქართველოს რეალური
ეკონომიკა წლიური
თვალსაზრისით 7,5%-ით
გაიზრდება, რითაც ევროპისა
და აზიის სახელმწიფოებს
შორის უპირობოდ ლიდერობს
და პირველ ადგილზეა.
აღსანიშნავია 2012 წელთან
შედარებით, ანუ 12 წლიანი
ზრდის ტემპით საქართველო
მსოფლიოს საუკეთესო
შვიდეულში მეექვსე
ადგილზეა, ევრაზიის
კონტინეტზე კი საუკეთესო
სამეულშია. ამ პერიოდში
საქართველოს რეალური
ეკონომიკა ერთ სულზე 83%-ით
იზრდება.2.
მსყიდველუნარიანობის
პარიტეტის მიხედვით ერთ
სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP)
ნომინალური ეკონომიკის
ათწლიანი საპროგნოზო
ზრდის ტემპის მიხედვით 2029
წელს საქართველო მსოფლიოს
საუკეთესო სამეულშია,
მსოფლიოში არის მეორე
ადგილზე და მსოფლიოს
აღმოსავლეთ
ნახევარსფეროში ( ევროპა,
აზია, აფრიკა, ავსტრალია და
ოკეანეთი) ზრდის უპირობო
ლიდერია. სავალუტო ფონდის
შეფასებით 2023 წელს ერთ სულ
მოსახლეზე საქართველოს
მსყიდველუნარიანი
ეკონომიკა 9,9%-ით გაიზარდა
და 24 849 დოლარს გადააჭარბა . 2024
წელს მსყიდვეულუნარიანი
ეკონომიკა ერთ სულ
მოსახლეზე იზრდება 10%-ით და
ხდება 27 363 დოლარზე მეტი, 2029
წლისთვის კი აჭარბებს 38 744
საერთაშორისო
დოლარს.აღსანიშნავია 2012
წელთან შედარებით, ანუ 12
წლიანი ზრდის ტემპით ერთ
სულ მოსახლეზე
საქართველოს
მსყიდველუნარიანი
ეკონომიკა 2024 წელს მსოფლიოს
საუკეთესო ხუთეულში
მეოთხე ადგილზეა, ევროპაში
უპირობოდ ლიდერობს და
ევრაზიის საუკეთესო
სამეულშია. ამ პერიოდში
საქართველოს ეკონომიკა
მსყიდველუნარინობის
პარიტეტის მიხედვით ერთ
სულზე 164%-ით იზრდება.3.
საქართველოს მთლიანი შიდა
პროდუქტი ამერიკულ
დოლარში ერთ სულზე 2029 წელს 12
734 ამერიკულ დოლარს
გადააჭარბებს, 2020 წელთან
შედარებით გასამმაგდება, 2021
წელთან შედარებით კი
ორნახევარჯერზე მეტად
იზრდება. საშუალოდ10 წლიან
პერიოდში 2019-2029 წელს ფონდის
პროგნოზით საქართველოს
ნომინალური ეკონომიკა ერთ
სულ მოსახლეზე ამერიკულ
დოლარში 10,4%-ით გაიზრდება.
შესაბამისად, შეგვიძლია
ვთქვათ, რომ 2030 წელსაც ზრდის
ამ ტემპის დაფიქსირების
შემთხვევაში, საქართველოს
მშპ ერთ სულზე 2030 წელს
გადააჭარბებს 14 050 აშშ
დოლარს, რითაც მაღალი
ალბათობით გახდება
მაღალშემოსავლიანი
სტატუსის მქონე ქვეყანა
მსოფლიო ბანკის
გრადაციით(!!!).4. ფონდის
შეფასებით, საქართველოს
ეკონომიკა
მსყიდველუნარიანობის
პარიტეტის მიხედვით (GDP PPP, current
prices) 2024 წელს უკვე გახდება 12
ნიშნა სიდიდე,
გადააჭარბებს 102 მილიარდ 245
მილიონ დოლარს და
ისტორიაში პირველად
გადაუსწრებს ლუქსემბურგს,
რომლის ეკონომიკა წელს 101
მილიარდ 876 მლნ დოლარს
გაუტოლდება. 2024 წელსვე
საქართველოს ექნება უფრო
დიდი ეკონომიკა
მსყიდველუნარიანობის
პარიტეტის მიხედვით ვიდრე
ევროკავშირის წევრ 6
ქვეყანას _ ლუქსემბურგს,
ლატვიას, ესტონეთს,
კვიპროსს, მალტას და
ისლანდიას. 2029 წლისთვის
საქართველოს მთლიანი შიდა
პროდუქტი
მსყიდველუნარიანობის
პარიტეტის მიხედვით 144
მილიარდ საერთაშორისო
დოლარს გადააჭარბებს, 2024
წელთან შედარებით
გაიზრდება 41%-ით (!), ხოლო 2019
წელთან შედარებით, ანუ 10
წლიანი გაანგარიშებით
იზრდება 131%-ით.
1729682412