სარკინიგზო საწარმოების და ინფრასტრუქტურის მენეჯერების უსაფრთხოების სერტიფიკატის/ავტორიზაციის გაცემის შემდგომ ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს. ტრენინგი საერთაშორისო ექსპერტების მიერ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ტარდება და ორ ეტაპს - თეორიულ სწავლებას და პრაქტიკულ (იმიტირებული) ინსპექტირებას მოიცავს.

ტრენინგის შეეხება შემდეგ საკითხებს:

 სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობის გაძლიერება, მათ შორის უსაფრთხოების მართვის სისტემის (SMS) შესრულების ეფექტიანობის შეფასება;
 სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის პირობების ზედამხედველობა, მათ შორის სახიფათო ტვირთების სპეციალისტის (DGSA) სერტიფიცირების მოთხოვნების დანერგვა;
 მატარებლის მემანქანეების მართვის მოწმობების და სერტიფიცირების ხარისხის უზრუნველყოფა და აღიარებული სასწავლო ცენტრების ზედამხედველობის საკითხების სისტემის შემუშავება.

ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი დაგეგმილია ივნისის თვეში, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე ეწვევიან ზედამხედველობის ობიექტს. ე.წ. საველე სწავლება მიზნად ისახავს უსაფრთხოების მართვის სისტემაში გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების პრაქტიკაში შეფასებას და ზედამხედველობის ერთიანი მიდგომის სტანდარტების დაუფლებას საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.

იმიტირებული ინსპექტირებისას შესრულებული აქტივობები ხელს შეუწყობს სააგენტოს წარმომადგენელთა მიერ ზედამხედველობის პროცესის უკეთ გააზრებას, ინსპექტირების უნარების გაუმჯობესებას და სარკინიგზო უსაფრთხოების დონის ამაღლებას.