თბილისის კულტურულ რუკაზე MAIZEN უნიკალური სივრცეა, რომელიც 2024 წლის ბოლოს შეიქმნა. იდეა ნატალი და დავით გურიელს 2022 წელს ოსაკაში მოგზაურობისას გაუჩნდათ. იქ იაპონური ნივთების ესთეტიკა აღმოაჩინეს, მატჩას სასმელები და მატჩათი მომზადებული სხვადასხვა პროდუქტი დააგემოვნეს, შედეგად კი, როგორც თავად ამბობენ, მიხვდნენ, როგორ შეიძლებოდა ხელოვნება, დიზაინი და გემო ერთ სივრცეში გაერთიანებულიყო. იდეა მეგობარს და ახლა უკვე პარტნიორს, ანა ხუფენიას გაუზიარეს, მოგვიანებით კი — რეალობადაც აქციეს.
MAIZEN-ის სივრცეში წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისა და არტისტების ხელნაკეთ ნამუშევრებს შეხვდებით. კონცეფცია მთელი მსოფლიოდან უნიკალური ნივთების გაერთიანებას გულისხმობს.
„თავიდანვე გვქონდა გადაწყვეტილი, რომ MAIZEN-ის მომხმარებლებისთვის უნდა შეგვეთავაზებინა ისეთი ნივთები, რომლებსაც საქართველოში სხვაგან ვერ შეხვდებოდნენ”, — იხსენებს ნატალი გურიელი, კომპანიის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი. ამგვარად, MAIZEN მატჩას პირველი ბარია საქართველოში — ტრადიციული მატჩას სასმელებითა და ექსკლუზიური კოქტეილებით.
პროდუქტი, ატმოსფერო და ემოცია
„როცა Maizen დავაარსეთ, ვიცოდით, რომ რაღაც ახალს ვაკეთებდით, ისეთ სივრცეს, რომელიც გამორჩეული იქნებოდა არა მხოლოდ პროდუქტით, არამედ ატმოსფეროთი და ემოციით. ჩვენ მოკლე დროში შევძელით მატჩას კულტურის პოპულარიზაცია. MAIZEN გახდა ადგილი, სადაც მოდიან ახალი გემოების აღმოსაჩენად, საჩუქრების შესაძენად ან უბრალოდ, დასასვენებლად. ვიმუშავეთ არაერთ კოლაბორაციაზე ქართველ დიზაინერებთან და ხელოვანებთან, შევქმენით ლიმიტირებული სერიები, როგორიც იყო, მაგალითად, სააღდგომო პანეტონე, რომელიც შეიქმნა კონდიტერ ირაკლი კახიძესთან თანამშრომლობით და შეფუთული იყო მხატვარ თუთუ კილაძის ნამუშევრით „სააღდგომო ნადიმი“. ნახატი სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა და პანეტონს უნიკალური ხასიათი შესძინა”, — ამბობს ნატალი გურიელი.
თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან
იმისათვის, რომ უფრო მეტი მომხმარებლისთვის მიეწვდინათ ამბავი სააღდგომო შეთავაზების შესახებ, MAIZEN-მა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის პლატფორმა გამოიყენა.
„Ads მენეჯერი ძალიან ეფექტიანი ინსტრუმენტი აღმოჩნდა. მასთან მუშაობა დაგვეხმარა უფრო ზუსტად გაგვეწერა მიზნობრივი სეგმენტები და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ჩვენი გაყიდვების პოტენციალი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Ads მენეჯერის დახმარებით ნამდვილად მივაღწიეთ კარგ შედეგებს და ამას მომავალშიც აუცილებლად გავიმეორებთ”, — აღნიშნავს ნატალი.
თუმცა, ეს არ არის ერთადერთი გადაკვეთის წერტილი საქართველოს ბანკთან. მაიზენი ყოველდღიურ საქმიანობაში ბანკის არაერთ პროდუქტს აქტიურად იყენებს.
„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა ჩვენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვიყენებთ მის ციფრულ პროდუქტებს, ინტერნეტ ბანკსა და POS სისტემებს, რაც ჩვენი ოპერაციებისთვის აუცილებელია. საქართველოს ბანკთან პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები, განსაკუთრებით ახლა, როცა განვითარების ეტაპზე ვართ და ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს განსახორციელებელი”.
MAIZEN -ის ამბავი ჯერ მხოლოდ იწყება. როგორც დამფუძნებელი ამბობს, ახლო მომავალში ბევრი საინტერესო სიახლე იგეგმება. მათ შორის —როგორც ბარის, ისე შორუმის მიმართულების განვითარება. დამატებით კი სურთ, სივრცეს დიზაინერებისთვის, ხელოვანებისა და მატჩას მოყვარულებისთვის საკომუნიკაციო პლატფორმის დანიშნულება შესძინონ.
„MAIZEN არ არის მხოლოდ მაღაზია ან ბარი, ეს არის სივრცე, რომელიც ადამიანებს აერთიანებს ახალი იდეებით და ცხოვრების წესით, რაც ჯანსაღ და ჰარმონიულ ცხოვრებას უწყობს ხელს. ჩვენი ისტორია მაჩვენებელია იმისა, როგორ შეიძლება ერთი მოგზაურობა გადაიქცეს გრძელვადიან და მასშტაბურ პროექტად, რომელმაც უკვე დაიკავა საკუთარი ადგილი ქალაქის ცხოვრებაში. ჩვენ მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის და ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ზრდასა და განვითარებას”, — ამბობს ნატალი გურიელი.
თუ თქვენც გსურთ თქვენი პროდუქტის ან სერვისის შეთავაზება შექმნათ, ეწვიეთ ბმულს. Ads მენეჯერი რეგიონში უნიკალური პლატფორმაა, რომლის მეშვეობით ბიზნესს საკუთარი შეთავაზება (ფასდაკლება, PLUS ქულების დაგროვება ან ქეშბექი) შეუძლია შესთავაზოს საქართველოს ბანკის მომხმარებლებს. შეთავაზება ეშვება საქართველოს ბანკის მობილბანკში, Offers.bog.ge-ზე და sCoolApp-ში. მათ ჯამურად 1 500 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს.
ცნობისთვის, პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება უნდა მიანიჭოს დირექტორმა.