პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის მიერ ფარცხალაძის სანქცირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაუგებარია თუ რატომ მოხდა ფარცხალაძის სანქცირება.

„აუხსნელია პირადად ჩემთვის. მე ამაზე ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ჭიქაში არის ქარიშხალი ატეხილი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, არის მოღალატე ჩემს თვალში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება, ის არის მოღალატე.

ჩემთვის და სახელმწიფო სამსახურებისთვის არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ და სხვა ქვეყნის სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი. "