პოპულარული გერმანული გამოცემა BILD მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცემა გაზაფხულსა და ზაფხულში საინტერესო სამოგზაურო ტურისტულ მიმართულებებს აქვეყნებს.

სტატიის ავტორის მტკიცებით, გერმანელი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ესპანეთის, კაბო-ვერდეს, ხორვატიის, ალბანეთისა და საქართველოს კურორტები.

„საქართველოს ტერიტორია ბავარიის ხელაა, მოსახლეობა კი ბერლინის. საქართველოს უნდა ეწვიოთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის წელს ITB-ის ტურისტული გამოფენის მასპინძელი იყო. მიუნხენიდან და დიუსელდორფიდან თბილისამდე 4 საათია საფრენი. პირდაპირი ავიარეისები სრულდება ბერლინიდან, მემინგენიდან და დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით“, - წერს BILD საქართველოს შესახებ.

სტატიის ავტორი მკითხველს ინფორმაციას აწვდის ქართული სასტუმროების შესახებაც.

BILD-ის გვერდებს სოციალურ ქსელებში: Twitter, Facebook, Instagram ჯამში 5.5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

სტატია სრულად