ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმა...
STEM სკოლა უკვე 2000-ზე მეტ
მოსწავლეს აერთიანებს,
რომელთაგან 500-ზე მეტი
საქართველოს ბანკის
სტიპენდიატია.ციფრულ
ეპოქაში STEM მიმართულებით
ცოდნა სულ უფრო და უფრო
მოთხოვნადი ხდება:
ელექტრული ინჟინერი,
პროგრამისტი, მონაცემთა
მეცნიერი, ავტომატიზაციის
ინჟინერი,
კიბერუსაფრთხოების
სპეციალისტი – ეს მომავლის
პროფესიების მხოლოდ მცირე
ჩამონათვალია, რომლებიც
ტექნოლოგიური პროგრესის
სამყაროში ყოველთვის
მოთხოვნადი იქნება.STEM
სკოლის მიზანია, ახალი
თაობა გახდეს
ტექნოლოგიების შემქმნელი
და არა მხოლოდ
მომხმარებელი, რისთვისაც
სკოლა მოსწავლეებს აძლევს
საბაზისო ცოდნას,
მომავალში მათთვის
საინტერესო პროფესიების
დასაუფლებლად.ვის შეუძლია
STEM სკოლაში სწავლა?STEM სკოლა
განკუთვნილია საქართველოს
საჯარო და კერძო სკოლების
(კომაროვის გარდა) მე-7-დან
მე-11 კლასის
მოსწავლეებისთვის, ასევე
საზღვარგარეთ მცხოვრები
მოსწავლეებისთვის,
რომლებიც ქართულ ენას
კარგად ფლობენ.როგორი
ფორმატით ასწავლიან STEM
სკოლაში?STEM სკოლაში სწავლა
ონლაინ მიმდინარეობს.
მოსწავლეები კვირაში
ერთხელ ესწრებიან
გაკვეთილებს, რომლებსაც
კომაროვის სკოლის და
მოწვეული პედაგოგები
ატარებენ. ონლაინ ფორმატი
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
რეგიონებში მცხოვრები
მოსწავლეებისთვის, რადგან
ის გეოგრაფიულ ბარიერს
ხსნის და მაღალი ხარისხის
განათლებას ყველასთვის
თანაბრად ხელმისაწვდომს
ხდის.მთლიანი კურსი
8-თვიანია, გაკვეთილები
კვირაში ერთხელ, შაბათს ან
კვირას, 2 ცვლად ტარდება.STEM
სკოლის სასწავლო
პროგრამაSTEM სკოლის
კურიკულუმი და სასწავლო
პროგრამა უნიკალურია – იგი
არ არის რომელიმე სასკოლო
საგნის ანალოგი.სასწავლო
პროცესი ორ მოდულად იყოფა
და ორ სემესტრზე ნაწილდება.
პირველ მოდულში
მოსწავლეები ეუფლებიან
ელექტროინჟინერიის,
მიკროკონტროლერებისა და
მათი სენსორების მართვის
საწყისებს. სწავლის
პროცესში ისინი იყენებენ
სპეციალურ ონლაინ
პლატფორმას Tinkercad, სადაც Arduino
მიკროკონტროლერის
დაპროგრამებას (C++ ენის
გამოყენებით) და
სხვადასხვა ელექტრული
წრედის აწყობას ვირტუალურ
გარემოში სწავლობენ. ამ
მოდულის ფარგლებში
მოსწავლეები, ასევე,
იღრმავებენ ცოდნას
ფიზიკასა (ელექტრობა) და
პროგრამირებაში მეორე
მოდულში მოსწავლეები
პრაქტიკულ სამუშაოზე
გადადიან და პროექტებს
რეალური ელექტრონული
კომპონენტების საშუალებით
ასრულებენ. ამ ეტაპზე მათ
საშუალება აქვთ, ონლაინ
შექმნილი სქემები
რეალურად ააგონ და
მიღებული თეორიული ცოდნა
პრაქტიკაში გამოიყენონ
სწავლის პროცესში
მოსწავლეები მუშაობენ
ისეთ პრაქტიკულ
პროექტებზე, როგორიცაა,
მაგალითად, შუქნიშნის
მოდელის აწყობა, მოძრაობის
სენსორის ამუშავება, ან
სენსორების გამოყენებით
ტენიანობის, წნევისა და
ქარის სიჩქარის გაზომვა. ეს
პროცესი მათ არა მხოლოდ
ტექნიკურ ცოდნას, არამედ
კრეატიულ და კრიტიკულ
აზროვნებას უვითარებს.STEM
სკოლაში სწავლის საფასური
დადაფინანსებასწავლის
პროცესში ჩართულობისთვის,
მოსწავლეს ესაჭიროება
წვდომა ინტერნეტსა და
პერსონალურ კომპიუტერზე
ან ლეპტოპზე. სკოლა, თავის
მხრივ, უზრუნველყოფს ყველა
საჭირო სახელმძღვანელოსა
და საგანმანათლებლო
რესურსს.საქართველოს
ბანკი, მისაღები
ტესტირების შედეგების
საფუძველზე, ყოველწლიურად
90 საუკეთესო მოსწავლეს
ავლენს, რომლებსაც სწავლას
უნაზღაურებს. კერძოდ, 60
სტიპენდიატი 100%-იან, ხოლო 30 –
50%-იან დაფინანსებას
იღებს.რეგისტრაცია STEM
სკოლაშირეგისტრაცია
წელიწადში ორჯერ,
გაზაფხულისა და
შემოდგომის სემესტრების
დასაწყისში ცხადდება. STEM
სკოლაში მოსახვედრად
მოსწავლეებს ჩართული
ვიდეოკამერებით, ონლაინ
ტესტირება უტარდებათ,
რომელიც ლოგიკური
აზროვნების უნარს,
ალგორითმულ აზროვნებასა
და მათემატიკის ცოდნას
ამოწმებს. გაითვალისწინე,
რომ რეგისტრაცია 30
სექტემბრამდეგაგრძელდება.დარეგისტრირდი
STEM სკოლაში
1789455532