რა შესაძლებლობებს ქმნის განათლება? - გაეცანით დავით გოგიჩაიშვილის ბლოგ...
განათლების მნიშვნელობის
შესახებ წაიკითხეთ დავით
გოგიჩაიშვილის
ბლოგი:“როდის იმარჯვებს
განათლება?განათლება
იმარჯვებს ყოველთვის,
ყველგან და ყველას
შემთხვევაში.განათლება
იმარჯვებს
შესაძლებლობების
საზღვრებზე.განათლება
იმარჯვებს
შიშებზე.განათლება
იმარჯვებს იმ იდეაზეც, რომ
თითქოს წარმატება საბოლოო
წერტილია, ანუ განათლება
იმარჯვებს
წარმატებაზეც!რაც არ უნდა
შემდგარი, წარმატებული და
თვითრეალიზებული
ადამიანები ვიყოთ, მაინც
გვჭირდება განათლება და
თვითგანვითარება, და ზოგი
ვიტყვით, რომ ამ დროს უფრო
გვჭირდება.ჩემ
შემთხვევაში ამბავი იყო
ასე:როდესაც შემდგარი
მენეჯერებისთვის შექმნილი
ერასმუსის უნივერსიტეტის
Executive MBA პროგრამაზე მოვხვდი,
ამ პროგრამის მასპინძელი
იყო 5 ქვეყნის 5
უნივერსიტეტი -
ნიდერლანდები, ამერიკა,
მექსიკა, ბრაზილია, ჩინეთი -
მოვხვდი ისეთ გარემოში,
სადაც ჩემი ჯგუფელები და აწ
უკვე მეგობრები იყვნენ
მსოფლიოს წამყვანი
ბრენდებისა და
კომპანიების
აღმასრულებელი
მენეჯერები, ფინანსური
დირექტორები, მარკეტინგის
დეპარტამენტების
ხელმძღვანელები ისეთი
კომპანიების, როგორიც არის
მაგალითად, Bank of America, Wall-Mart, Mcdonald’s
და ა.შ.ანუ, განათლებისა და
თვითგანვითარების
სურვილმა გაიმარჯვა
შესაძლებლობების
საზღვრებზე, რადგან
თავიდან მეგონა, რომ ვერ
შევძლებდი და
შესაძლებლობები ზღვრული
იყო.აქ მოხვედრა, ერთი
მხრივ, დიდი წარმატებასთან
არის დაკავშირებული,
მაგრამ მეორე მხრივ,
იწვევდა დიდ შიშებსაც.
„ვაიმე, ამ ხალხთან რა
მინდა, ამხელა გამოცდილება
აქვთ, ჩემი გამოცდილება
მათთან სად მივა, ვერ
გავიმარჯვებ,
დავმარცხდები და ა.შ.”აქ
უკვე განათლებამ
გაიმარჯვა შიშებზეც,
რადგან ეს ყველა
განათლებაზე და
თვითგანვითარებაზე
ორიენტირებული ადამიანები
იყვნენ და არა
დომინანტობაზე,
შესაბამისად, მე აღარ
დამჭირდა “იცით, მე “ვეკუა”
დავამთავრე და
მათემატიკაში ძლიერი ვარ”
ამბავი, რადგან მათ
ჩათვალეს, რომ, შეიძლება
არა მათი მასშტაბით, მაგრამ
მათთან შედარებით მცირე
მასშტაბით მე უკვე გავლილი
მქონდა ორგანიზაციული
განვითარების ეტაპები,
ორგანიზაციული
ცვლილებები, ჩემი კომპანია
მქონდა, და მოკლედ,
გადაწყვიტეს, რომ ჩემგანაც
ბევრი რამის სწავლა
შეეძლოთ.მათი მაგალითით
დავინახე, რომ განათლებას
მოაქვს თავმდაბლობა,
ურთიერთპატივისცემა და
უნარი, რომ დავინახოთ
ღირებულება ერთმანეთის
გამოცდილებაში,
ერთმანეთის
მოსმენაში.განათლებამ
გაიმარჯვა
წარმატებაზე,განათლებამ
გაიმარჯვა
შიშებზე,განათლებამ
გაიმარჯვა
შესაძლებლობების
საზღვრებზე.განათლება და
თვითგანვითარება
გვჭირდება ცხოვრების
ყველა ეტაპზე, რაც არ უნდა
შემდგარი და წარმატებული
ადამიანები ვიყოთ.ამ Executive
MBA-ს პროგრამას ჩემთან ერთად
აკეთებდა 69 წლის მაიკლი -
აუდიტორული კომპანიების
საუკეთესო 4-ეულის ე.წ. “Big
4”-ის წლების განმავლობაში
მთავარი საგადასახადო
კონსულტანტი, წარმატებული
და შემდგარი ადამიანი,
მაგრამ მიუხედავად ამისა, 69
წლის ასაკში მან
გადაწყვიტა
თვითგანვითარების
გაგრძელება, ანუ არ
გაჩერება.განათლება და
თვითგანვითარება იწყება
მაშინ, როცა იწყება
სიცოცხლე და არ მთავრდება
მანამ, სანამ არ მთავრდება
სიცოცხლე.განათლება
იმარჯვებს ყოველთვის,
ყველგან და ყველას
შემთხვევაში”.მეტისთვის,
ნახეთ
ვიდეო: https://www.facebook.com/share/v/1CbPYsTkNq/
1770800400