ვფიქრობ, რომ ხალხებს შორის თავისუფალი მოგზაურობა სუვერენული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ანა მარია შიკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

ანა მარია შიკოს კითხვა დაუსვეს რუსეთის მხრიდან ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციაზე.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი პოლიტიკა არ არის, ზოგჯერ ხალხს აქვს მისწრაფებები.

„ვფიქრობ, რომ მოგზაურობის თავისუფლება, ხალხებს შორის თავისუფლება სუვერენული გადაწყვეტილებაა. ყველაფერი პოლიტიკა არ არის. ზოგჯერ ხალხს აქვს მისწრაფებები.

ვფიქრობ, ბევრ ქართველს ჰყავს ნათესავები სხვა ქვეყნებში. ვფიქრობ, უნდა იფიქროთ პერსონალურ მხარეზე. ყველაფერი პოლიტიკა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერში პოლიტიკა არ დავინახოთ“, – განაცხადა ელჩმა.