თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში შექმნილი YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძესთან ერთად წარმოგიდგენთ ახალ, მე-16 ეპიზოდს  „რატომ ვგულშემატკივრობთ უცნობ ადამიანებს?“.

რატომ განვიცდით სხვის გამარჯვებას ისე, თითქოსის ჩვენი იყოს, ან რატომ გვწყინს უცნობი ადამიანის მარცხი? რა გვაიძულებს, ემოციურად დავუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა ცხოვრებაში არასდროს შევხვედრივართ? „არის ერთი ნიუანსის“ ახალ ეპიზოდში ნიკო ნერგაძე სწორედ გულშემატკივრობის ფსიქოლოგიურ და სამეცნიერო საფუძვლებს იკვლევს და ცდილობს, ნაცნობ ემოციას მოულოდნელი კუთხით შეხედოს.

თიბისის მხარდაჭერით შექმნილი YouTube პოდკასტების სერია არის ერთი ნიუანსიიმკითხვებზე პასუხების ძიებას აგრძელებს, რომლებსაც მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ აქვს. თითოეული ეპიზოდი თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს ეყრდნობა დამაყურებელს აჩვენებს, როგორ იქმნება ცოდნა, რატომ არის კონტექსტი მნიშვნელოვანი და რატომარ იყოფა ჭეშმარიტება ყოველთვის შავად დათეთრად.

თიბისისთვის განათლება, ცოდნის გაზიარება დამუდმივი განვითარება მნიშვნელოვანი ღირებულებებია. სწორედ ამიტომ ბრენდი მხარსუჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოებაში შემეცნებას, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.

არის ერთი ნიუანსის ახალ სეზონში მაყურებელს კიდევ არაერთი საინტერესო და დამაფიქრებელი თემა ელოდება. გაეცანით სერიის სრულ ვიდეოეპიზოდებს და აღმოაჩინეთ ნიუანსები, რომლებიც ერთი შეხედვით ნაცნობ საკითხებს სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს.