ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის ივლისის ბოლოსათვის 75.61 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 185.57 მილიონი ლარით (0.25%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.45% -ით მეტი).

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.66% შეადგინა.  ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 352.03 მლნ ლარით (0.80%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 166.46 მლნ ლარით (0.53%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.04%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის ივლისის ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.17 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.09%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 21.30 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.58%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.07 %-ით ნაკლები).

2026 წლის ივლისის განმავლობაში 1.28%-ით, ანუ 515.00 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 40.63 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის  ივლისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.70% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.32 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.20 პროცენტული პუნქტით).